"შეშფოთებულები ვართ "ოცნების" კანონპროექტით" - იოჰან ფორსელი ოპოზიციას შეხვდა
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იოჰან ფორსელმა შვედეთის საელჩოში რუსულ კანონთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ოპოზიციასთან გამართა. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს და ის დასავლეთის ღორებულებებს ეწინააღმდეგება.
შვედეთი საქართველოს მეგობარია, ჩვენ თქვენი მეგობრები ვიყავით მრავალი წლის მანძილზე და ასევე მხარს ვუჭერთ რეფორმების პროცესს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს და ვხედავთ შესაძლებლობებს ამის განსახორციელებლად. ამის მიზეზი ბევრია, მათ შორის კი ინვესტიციები. ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევქცევთ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე ჩვენ შეშფოთებულები ვართ ახალი კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს. ჩვენ გვქმს, რომ ეს არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა და ასევე ჩვენს მოსაზრებებს სამოქალაქო საზოგადიების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შევხვდე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განვიხილოთ მიმდინარე სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები. მე ვერ ვუკარნახებ საქართველოს ხელისუფლებას რა უნდა გააკეთოს, უალოდ, ვიტყვი, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვიხილეთ ტერმინები როგორიცაა „უცხო ძალა“ და მინდა გითხრათ, რომ შვედეთი არის საქართველოს მეგობარი. ჩვენ გვინდა, რომ საქართელოს ჰქონეს მეგობრული ურთიერთობა არა მხოლოდ შევედეთთან, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც, - ამბობს ჯოჰან ფორსელი.
ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ კი მინისტრს პრემიერი ელოდება. განხილვის მთავარი საკითხი "ოცნების" რუსული გადაწყვეტილება იქნება. ფორსელი საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებას ელოდება.