"საქართველო გახდება ზუსტად ისეთივე ქვეყანა, როგორიც არის რუსეთი" - სამადაშვილი ევროპარლამენტარების მიმართვაზე

07.05.24 13:22
"საქართველო გახდება ზუსტად ისეთივე ქვეყანა, როგორიც არის რუსეთი" - სამადაშვილი ევროპარლამენტარების მიმართვაზე

"საქართველო გახდება ზუსტად ისეთივე ქვეყანა, როგორიც არის რუსეთი" - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარების ბორელისადმი მწვავე მიმართვას.

სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზუსტად ისეთივე ვითარებაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა, როგორშიც რუსეთია.

დღის წესრიგში დგას იმ ფორმატების გაუქმებაც კი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რომელიც საქართველომ მოიპოვა ძალიან მრავალწლიანი შრომის და მცდელობის შედეგად. საქართველო გახდება ზუსტად ისეთივე ქვეყანა, როგორიც არის რუსეთი, იზოლირებული. რუსეთს არც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროკავშირთან და არც ფინანსური დახმარება. ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზუსტად ასეთივე ვითარებაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა", - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ - ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვა ევოკავშირის უმაღლეს კომისარს. 

30 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს საგანგებო განცხადებით მიმართავს და რუსული კანონის ინიცირებისა და აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევის გამო საქართველოს ხელისუფლების მიმართ რეაგირებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თხოვს.

ღია წერილში ნათქვამია, რომ რუსული კანონის ინიცირებით და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით , ოლიგარქის პარტიამ ყველა ზღვარი გადალახა, ამიტომ ევროდეპუტატების ნაწილი სტატუსის შეჩერების საკითხის განხილვას ითხოვს.