საქართველოს დღეს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა

07.05.24 13:31
საქართველოს დღეს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა

დღეს, 7 მაისს, საქართველოს გერმანიის ეკონიმიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი - სვენ გიგოლდი ეწვევა.

გერმანიის საელჩოს ცნობით, გიგოლდი ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.

საელჩოს განცხადებით, მას თან ახლდება გერმნული კერძო კომპანიების დელეგაცია. შეხვედრები გაიმართება ეკონომიკის სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე.

"შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი)- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

სვენ გიგოლდის თქმთ, საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად.

საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთოებები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში", - განაცხადა სვენ გიგოლდმა.