ბჟანიამ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"განკარგულებას" ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. მიზეზი არ სახელდება.
"საგარეო საქმეთა მინისტრის" მოვალეობას არძინბას "მოადგილე" ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.