ოპოზიციის შეხვედრა ფორსელთან - რაზე ისაუბრეს

07.05.24 14:07
ოპოზიციის შეხვედრა ფორსელთან - რაზე ისაუბრეს

ფორსელმა მკაფიოდ თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება, - ამის შესახებ ოპოზიცია  შვეედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ფორსელი საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია. 


მეგობრები ასეთ გაფრთხილებებს არ იძლევიან ცარიელ ადგილზე. ისინი დღეს სერიოზულად არიან შეშფოთებულები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და ძალიან ნათელია, რომ ამ გზანილებს მოისმენს მათგან დღევანდელი ხელისუფლებაც და ამის შემდეგ მაინც თუ გააგრძელებენ ამ კანონის მიღებას, უნდა გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს გამიზნულ საბოტაჟთან ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური გზის რაც შეეხება ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანებას, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, მინისტრმა მათ ევროკავსირის სხვა ქვეყნების განწყობაც გადასცა, რომლებიც რუსული კანონის გამო ანალოგიურ შეშფთებას გამოთქვამენ. 

საუბარი ძირითადი თემა იყო ეს რუსული კანონი. იყო საუბარი იმაზე, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში არა მხოლოდ მოლაპარაკებები აღარ გაიხსნება საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ სხვა ტიპის პრობლემებიც შეგვექმნება. საკმაოდ ცხადი და გასაგები გზავნილები იყო. მათ შორის თქვა, რომ ეს წუხილები საჯაროდაც გამოთქვა და კიდევ აპირებს, რომ გამოთქვას. მათ შორის გადმოგვცა განწყობა, რომ ევროპის სხვა დედაქალაქებშიც დაახლოებით იგივე განწყობაა. ისინიც ფიქრობენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს პრობლემები შეექმნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. აინტერესებდა გეგმები, ჩვენ როგორ ვუყურებთ პროცესს, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

"საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ხელიუფლების ტავდასხმების მიუხედავად, მნიშვნელოვანია პარტნიორებმა საქართველოს მხარდაჭერა განაგრძონ. 

იყო ძალიან მკაფიო განცხადებები. ამ კანონის ყველაზე პრობლემურობა ის არის, ძალიან მკაფიოდ ამბობენ ჩვენი პარტნიორები, რომ ამ კანონის პირობებში საქართველო წინ ნაბიჯს ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში მიუხედავად ხელისუფლების ნეგატიური, თავდასხმითი გზავნილებისა, ჩვენმა პარტნიორებმა გააგრძელონ ქართველი ხალხის გვერდში დგომა, - ამბობს ანა ბუჩუკური.