პასუხისმგებლობა ყველა ძალადობაზე, რაც ქვეყანაში ხდება, ეკისრება ივანიშვილს - ვაშაძე

07.05.24 15:36
პასუხისმგებლობა ყველა ძალადობაზე, რაც ქვეყანაში ხდება, ეკისრება ივანიშვილს - ვაშაძე

"ოცნებამ" 20 ივნისის საქმეზე ევროსასამართლოში დავა წააგო - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ყველა ძალადობაზე, რაც ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში ხდება, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში ყველაფერზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ის არის მთავარი სამიზნე და ყველა ამ ძალადობაზე, რაც ამ წლების მანძილზე ხდება ქვეყანაში", - აცხადებს ვაშაძე. 

"გავრილოვის ღამის" საქმე - "ოცნებამ" ევროსასამართლოში დავა წააგო.

20 ივნისის დარბეულმა და თვალდათხრილმა ხალხმა სამართლიანობის აღგდენას 5 წლის შემდეგ სტრასბურგში მიაღწია.

ევროსასამართლომ დაადგინა რომ 20 ივნისის ღამეს გაადამეტეს ძალას და ჩადენილი დანაშაულებების გამოუძიებლობით დანაშაული მიჩქმალეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.