თუ მეტად გაააგრესიულებთ ხალს, თქვენც შეიძლება, შეგეშინდეთ - "ოცნების" დეპუტატი ჟურნალისტებს

07.05.24 15:38
თუ მეტად გაააგრესიულებთ ხალს, თქვენც შეიძლება, შეგეშინდეთ - "ოცნების" დეპუტატი ჟურნალისტებს

10 მაისს, უქმე დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დანიშვნაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პრობლემას ვერ ხედავს. 

"არავის აუკრძალავს მუშაობა, თქვენ შეგიძლათ დაისვენოთ" - მიმართა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს. 

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ამბობს, რომ მას სამსახურიდან გასვლის არ ეშინია. მეტიც მან მედიას მიმართა და თქვა: "თუ მეტად გაააგრესიულებთ ადამიანებს შეიძლაბა თქვენც შეგეშინდეთ". 

საჭიროებიდან გამომდინარე გახდა ( უქმე დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დანიშვნა საჭირო) მუშაობა არასდროს არის ცუდი, დღესაც ვმუშაობ, არავის აუკრაძალავს ჩემთვის მუშაობა. არ მეშინია სამსახურიდან გასვლის. არც ქუჩაში გასვლის. თუ მეტად გაააგრესიულებთ ხალს თქვენც შეიძლება შეგეშინდეთ მერე, სამწუხაროა ძალიან"- თქვა ბოჭორიშვილმა. 

პარასკევს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. ეს დღე მთავრობის მიერ ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.

კომიტეტის დღის წესრიგის მიხედვით, 10 მაისს სამი საკითხი განიხილება. მათ შორის არ არის რუსული კანონი.