"არ ვიცი, რამდენად კარგად იცნობს ბატონი მილერი ფარას" -"ოცნება" აშშ-ს მაღალჩინოსნებს თავს ესხმის
"ქართული ოცნება" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს ურჩევს, ამერიკული ფარა წაიკითხონ და "ოცნების" ინიცირებული კანონპროექტი მხოლოდ ამის შემდეგ გააკრიტიკონ. მაკა ბოჭორიშვილი მეთიუ მილერს კანონმდებლობის არცოდნაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი იტყუება.
მე არ ვიცი, ბატონი მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამ კანონმდებლობას და თავად ფარას, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ ძალიან კარგად გაიგო რას წარმოადგენს ამერიკული ფარა და როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება. იმაზე აპელირება, რომ ფარაში არის მხოლოდ და მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე. ეს, არ ვიცი, არცოდნა ან სიცრუე რისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ჩვენ ნამდვილად კარგად ვიცით რა არის ფარა, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
აშშ ამტკიცებს, რომ კანონი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც სხვა ქვეყნების ინტერესების ატარებენ აშშ-ში და არა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებას ეხმარებიან.