14 სენატორის წერილი "ოცნებამ" სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას - სამადაშვილი

07.05.24 15:54
 14 სენატორის წერილი "ოცნებამ" სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას - სამადაშვილი

 14 სენატორის წერილი "ოცნებამ" სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, სანქციების დაწესება შეუძლია როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისე საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც აუცილებლად იქნება, თუ ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს. 

როდესაც 14 სენატორი წერს წერილს და სენატი არის მთავარი აქტორი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით და სანქციების დაწესება შეუძლია როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს აშშ-ში, მე ძალიან სერიოზულად მივიღებდი გაფრთხილებას, რომ შემდეგი კანონი ამ კანონის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, იქნება იმ შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის გათვალისწინებული იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში, - ამბობს სამადაშვილი.

აშშ ამტკიცებს, რომ კანონი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც სხვა ქვეყნების ინტერესების ატარებენ აშშ-ში და არა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებას ეხმარებიან.