20 ივნისის საქმე - რას ამბობს გახარიას გუნდი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე
20 ივნისის საქმე - გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ემხრობოდა 20 ივნისის მოვლენების ამნისტიას, იყო გახარია და გახარიას გუნდი.
რამდენიმე მუხლიდან დარღვევა დაადგინა ერთ მუხლზე, კერძოდ სათანადო გამოძიების ნაწილზე, როგორც ინფორმაცია მაქვს. დანარჩენ ნაწილზე დარღვევა არ ყოფილა. მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ემხრობოდა 20 ივნისის მოვლენების ამნისტიას, იყო გახარია და გახარიას გუნდი", - განაცხადა ბუჩუკურმა.
"გავრილოვის ღამის" საქმე - "ოცნებამ" ევროსასამართლოში დავა წააგო.
20 ივნისის დარბეულმა და თვალდათხრილმა ხალხმა სამართლიანობის აღგდენას 5 წლის შემდეგ სტრასბურგში მიაღწია.
ევროსასამართლომ დაადგინა რომ 20 ივნისის ღამეს გაადამეტეს ძალას და ჩადენილი დანაშაულებების გამოუძიებლობით დანაშაული მიჩქმალეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.