ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე სათანადო რეაგირება იქნება - ბოჭორიშვილი

07.05.24 16:28
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე სათანადო რეაგირება იქნება - ბოჭორიშვილი

"ოცნების" წევრი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაეცნობიან შესაბამისი უწყებები და აუცილებლად იქნება ქვეყნსი მხრიდან შესაბამისი რეაგირება.

შესაბამისი უწყებები შეხედავენ, გაეცნობიან და შესაბამისად იმოქმედებენ რაც არის საჭირო იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილებაზე სათანადო რეაგირება იყოს ქვეყნის მხრიდან, როდესაც საქმე ეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

"გავრილოვის ღამის" საქმე - "ოცნებამ" ევროსასამართლოში დავა წააგო.

20 ივნისის დარბეულმა და თვალდათხრილმა ხალხმა სამართლიანობის აღგდენას 5 წლის შემდეგ სტრასბურგში მიაღწია.

ევროსასამართლომ დაადგინა რომ 20 ივნისის ღამეს გაადამეტეს ძალას და ჩადენილი დანაშაულებების გამოუძიებლობით დანაშაული მიჩქმალეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.