ყველა პოლიციელის ვინაობა გახდება საჯარო, ყველა დაისჯება - ჯაფარიძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

07.05.24 16:35
ყველა პოლიციელის ვინაობა გახდება საჯარო, ყველა დაისჯება - ჯაფარიძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმეზე - "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველა პოლიციელის ვინაობა გახდება ცნობილი და ყველა დაისჯება სამაგალითოდ.

ყველას ვინაობა გახდება საჯარო, ყველა დაისჯება და არასოდეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არცერთი პოლიციელი დემონსტრანტების წინააღმდეგ არ გამოვა ნიღბით", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

"გავრილოვის ღამის" საქმე - "ოცნებამ" ევროსასამართლოში დავა წააგო.

20 ივნისის დარბეულმა და თვალდათხრილმა ხალხმა სამართლიანობის აღგდენას 5 წლის შემდეგ სტრასბურგში მიაღწია.

ევროსასამართლომ დაადგინა რომ 20 ივნისის ღამეს გაადამეტეს ძალას და ჩადენილი დანაშაულებების გამოუძიებლობით დანაშაული მიჩქმალეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.