"მოდიან გურჯაანელებიც" - თელავი საპროტესტო აქციისთვის ემზადება

07.05.24 17:09
"მოდიან გურჯაანელებიც" - თელავი საპროტესტო აქციისთვის ემზადება

პროტესტის კვირა მთელ საქართველოში და მზადება 11 მაისის მასშტაბური მანიფესტაციისთვის.

სახალხო პროტესტი "ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ რეგიონებში იწყება - გორი, ბორჯომი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი და თელავი - ყველგან მთელი კვირის განმავლობაში პუტინის კანონის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები იგეგემება.

პირველი დემონსტრაცია კი სტარტს თელავიდან აიღებს, სადაც რუსული კანონის მოწიანააღმდეგები ერეკლეს მოედანზე შეიკრიბებიან და ივანიშვილის რეჟიმის რუსულ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გააპორტესტებენ.

აქციის მონაწილეები საუბრობენ საჯარო მოხელეებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე, რომ თუ ისინი ანტირუსულ აქციაზე მივლენ, მაშინ ისინი სამსახურს დაკარგავენ.

ეს კანონი ჩვენ გვართმევს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას - სწორედ ამას უშლის ეს კანონი ხელს და ამიტომ არ გვინდა ამის მიღება, რადგან გვაშორებს ევროპულ მომავალს. ახალგაზრდებს ვეტყოდი იმას, რომ არ შეგეშინდეთ არაფრის, ყველა ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ყველა გავერთიანდებით და ძალა ერთობაშია. 
მთავრობას კიდევ მოვუწოდებდი იმას, რომ თქვენ დაგავიწყდათ მგონი, რომ ეს ქვეყანა საკუთარი შვილებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან სრულწლოვნები, ნასესხები გაქვთ და ეს ქვეყანა მათ უნდა ჩააბაროთ ისე, როგორც ეს იქნება სწორი - ევროპული და თავისუფალი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

ველოდებით თითოეულ როგორც ახალგაზრდას, ისე ძველ ახალგაზრდასაც, თელავიდან სოფლებიდან, მოდიან გურჯაანელებიც, რაც ყველაზე სასიხარულოა, მგონი და ველოდებით ყველას და მედია ჩამოვლენ, და ამ ყველაფერს ერთად შევებრძოლებით.
ასევე, არიან ადამიები, რომლებსაც დღეს ჩვენს გვერდით დგომა უნდა, თუმცა ოჯახებზე ზეწოლას ახდენენ და ამის გამო ჩვენს გვერდით არ არიან, და ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა მათ სიტყვასაც ჩენ ვიტყვით,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

დღეს მე ვდგავარ აქ, როგორც მოქალაქე, როგორც მასწავლებელი, რომელიც უნდა იყოს მაგალითი ახალგაზრდების, რომლებიც თავიანთ მომავალს შეჰყურებენ იმედით, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთი და მე ერეკლეს წინ ვდგავარ და კიდევ ერთხელ მინდა განვმეორდე, რომ პირველად ღალატი საქართველოს, ზუსტად ერეკლეს ღალატით აგემა რუსეთმა, შესაბამისად, ჩვენი ქალაქი კიდევ ერთხელ იტყვის სიტყვას, რომ რუსეთი არ გვიხარია და არა რუსულ კანონს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.