ჩემი მისამართი დამისახელეს, მითხრა, რომ „ჩამპიზდავდა“ - რას ყვება მუქარის შემცველ სატელეფონო ზარზე ჟურნალისტი

07.05.24 17:18
ჩემი მისამართი დამისახელეს, მითხრა, რომ „ჩამპიზდავდა“ - რას ყვება მუქარის შემცველ სატელეფონო ზარზე ჟურნალისტი

"ჩემი მისამართი დამისახელეს, მითხრეს, რომ ისე გაჩნდებოდნენ, მე ვერც გავიგებდი და „ჩამპიზდავდა“" - ასე იხსენებს მუქარის შემცველ სატელეფონო ზარს ონლაინმედია "აპრილის" ჟურნალისტი, გიორგი ბასხაჯაური.

გიორგი ბასხაჯაური ყვება, რომ უცხო ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. ჟურნალისტი მუქარას ანტირუსულ აქციებზე ყოფნას უკავშირებს. ჟურნალისტი მსგავს ზარებს ხალხის დაშინებას უკავშირებს. 

ჩემი მისამართი დამისახელეს, მითხრეს, რომ ისე გაჩნდებოდნენ, მე ვერც გავიგებდი და „ჩამპიზდავდა“ და ეგ იყო, რაღაც უჩინმაჩინის ქუდით მომიწევდა სიარული, შეშინების მიზნით დამისახელეს ჩემი მისამართი, ეს არის ის დეტალი, რაც ძალიან უსიამოვნოა, ბევრს დაურეკეს და ცდილობენ, რომ შეაშინონ ადამიანები, იმიტომ, რომ განწირულები არიან. რეკავენ ბევრთან, ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურობაში შენიშნეს ან რეალურ სივრცეში, ცდილობენ, რომ შეაშინონ ხალხი,“ - ამბობს ჟურნალისტი.

რუსული კანონის ლობისტებმა, სატელეფონო გინების კამპანია დაიწყეს, სოციალურ ქსელში უკვე ათობით მომხმარებელი წერს, რომ მათ უკრაინული ინდექსის მქონე ნომრიდან დაურეკეს და კითხეს, რას ფიქრობდნენ რუსულ კანონზე, ამის შემდეგ კი აგინეს და ცემით დაემუქრნენ.