მკითხეს მქონდა თუ არა წაკითხული კანონი, დაიწყეს გინება... "ოცნება" აგონიაშია - ოთო ფარულავა

07.05.24 17:21
მკითხეს მქონდა თუ არა წაკითხული კანონი, დაიწყეს გინება... "ოცნება" აგონიაშია - ოთო ფარულავა

"ქართული ოცნების" სატელეფონო გინების კამპანია - ერთ-ერთი, ვისაც უცხო ნომრიდან დაურეკეს ოთო ფარულავაა.

როგორც ის ყვება, მას პირველი კითხვა დაუსვეს რუსულ კანონთან დაკავშირებით და ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა წაკიტხული. ამის შემდეგ კი მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მსგავსი სატელეფონო ზარები ოთი ფარულავას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ "ქართული ოცნება" "აგონიაშია".

დამირეკეს უცხო ნომრიდან, ამ ადამიანებმა იცოდნენ ჩემი ვინაობა, მკითხეს მქონდა თუ არა წაკითხული კანონი აგენტების შესახებ. როდესაც გავეცი პასუხი, მათ დაიწყეს გინება ჩემი მიმართულებით, რა თქმა უნდა, მეც გავეცი პასუხი და ამ დროს გათიშეს ტელეფონი და გაქრნენ. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ისინი არიან ლაჩრულ პოზიციაში, აგონიაში, არ იციან რა მოიმოქმედონ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტებთ რუსულ კანონს და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,“ - ამბობს ოთო ფარულავა. 

რუსული კანონის ლობისტებმა, სატელეფონო გინების კამპანია დაიწყეს, სოციალურ ქსელში უკვე ათობით მომხმარებელი წერს, რომ მათ უკრაინული ინდექსის მქონე ნომრიდან დაურეკეს და კითხეს, რას ფიქრობდნენ რუსულ კანონზე, ამის შემდეგ კი აგინეს და ცემით დაემუქრნენ.