აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნაბიჯებია - შუშანია სატელეფონო გინების სერიაზე

07.05.24 17:25
 აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნაბიჯებია - შუშანია სატელეფონო გინების სერიაზე

"აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნაბიჯებია" - ამ განცახდებას მარიამ შუშანია აკეთებს და სატელეფონო გინების სერიას ეხმაურება. 

შუშანიას თქმით, კოორდინირებულად ხდება სამოქალაქო აქტივისტებსა თუ ჟურნალისტებთან დარეკვა და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება.

ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნაბიჯები, სხვათა შორის დილიდან იყო მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით და მხარდამჭერ ჯგუფებში გააზიარეს პოსტი, სადაც მითითებული იყო, რომ რაღაც კონკრეტულ ჯგუფს ქმნიდნენ ჩვენს დასაბულინგებლად და შესაშინებლად, ჩვენი მხრიდან პასუხი იყო - ისინი იგინებოდნენ და ჩვენ დავცინით. თუ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ან დახვედრებით, ან დარეკვებით ან facebook-ზე მიწერებით რაიმე შედეგს დადებენ და სამოქალაქო საზოგადოება, ან პოლიტიკოსები ან ჟურნალისტები შეშინდებიან, ძალიან შემცდარან,“ - ამბობს შუშანია.