20 ივნისის საქმე - შესაძლებელია თუ არა გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს? (მეზვრიშვილის კომენტარი)
ეფექტიანი გამოძიების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს? - ნათია მეზვრიშვილი ამბობს გიორგი გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაბამისი მტკიცებულება "ბუნებაში არ არსებობს".
გახარია არ გაქცეულა, მივიდა საგამოძიებო უწყებაში, გააკეთა ყველაფერი, რაც მისი მხრიდან შესაძლებელი იყო გამოძიების ხელშეწყობისთვის. ახლა ჩვენ თუ გვინდა მას ავკიდოთ ის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც არ ყოფილა, ეს არც გახარიას უნდა ავკიდოთ, არც მეზვრიშვილს. "დამიზნებით ესროდა და ბრძანება გასცა თვალთხარიამ" -,ამას ასე უაპელაციოდ რომ გამოდიხარ და ამბობ, თან სტრასბურგმა უკვე ორი გადაწყვეტილება დაგიდო და შენ ამას აკეთებ, ხვალ როგორია ახლა, თქვენ მკვლელი დაგიძახონ, როცა იცით, რომ მკვლელობა არ ჩაგიდენიათ. გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკიტხი ვერ და არ დადგინდა, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულებები კი არა, არსებობს მტკიცებულებები, რასაც აბსოლუტურად ყველა უგულებელყოს. არსებობს რაციების ჩანაწერები, რისი დანახვაც ვიღაცებს არ უნდათ, არსებობს ჩვენებები", - ამბობს მეზვრიშვილი.
"გავრილოვის ღამის" საქმე - "ოცნებამ" ევროსასამართლოში დავა წააგო.
20 ივნისის დარბეულმა და თვალდათხრილმა ხალხმა სამართლიანობის აღგდენას 5 წლის შემდეგ სტრასბურგში მიაღწია.
ევროსასამართლომ დაადგინა რომ 20 ივნისის ღამეს გაადამეტეს ძალას და ჩადენილი დანაშაულებების გამოუძიებლობით დანაშაული მიჩქმალეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.