"აქ ვერ ვდგავარ, რადგან მამაჩემი 29-ში აქციაზე წაიყვანეს", "გაიწვიეთ ეს დედამო**ნული კანონი" - რა ხდება თელავში აქციაზე
„მე დღეს აქ ვერ ვდგავარ, რადგან მამაჩემი 29-ში აქციაზე წაიყვანეს,“ - ეს ბანერი არის თელავში, სადაც აქციისთვის ემზადებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელ საპროტესტო შეკრებაზე ბევრი ადამიანი ვერ მივიდა, რადგან საჯარო მოხელეებს ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებიან.
„გაიწვიეთ ეს დედამო**ნული კანონი უკან,“ „სამაჩაბლოდან ვარ“, - აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ბანერებია, მათ შორის ის, რომ გურჯაანელებიც უერთდებიან თელავში აქციას.
ხელისუფლებას ვეტყოდი, რომ გურჯაანელი და თელაველი ახალგაზრდები გავერთიანდით ამ კანონპროექტის წინაამდეგ, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გაიწვიოს კანონი, რადგან არ ესმის დიპლომატიურ ენა, ასე კახური პირდაპირობით დავწერეთ, რომ გაიწვიეთ ეს დედამო**ნული კანონი უკან,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
სამაჩაბლოდან ვარ და მეორედ არ ვაპირებ, რომ სახლი დავუთმო რუსეთს, არა რუსულ კანონს, მოვუწოდებ მთავრობას, რომ კანონი გაიწვიოს,’ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.