"მოსკოვში ვარ" - არძინბას თქმით, თანამდებობა თვითონ დატოვა და ახალ სამსახურს იწყებს
ინალ არძინბა აცხადებს, რომ "საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა" თავად დატოვა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი დე ფაქტო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ინალ არძინბას მიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, გადადგა „ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით“, თუმცა უცნობია, იგულისხმება თუ რა რუსეთის "პირველ არხში" მუშაობის დაწყება.
მე დავწერე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო დაგეგმილი გადაწყვეტილება. ახლა მოსკოვში ვარ. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც მივაღწიეთ შედეგებს. დიდი სამუშაო გაიწია. წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია აფხაზეთის რესპუბლიკისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს მომავლისკენ, წინსვლისკენ“, - აღნიშნავს არძინბა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.