ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ - კლდიაშვილი

07.05.24 18:35
ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ - კლდიაშვილი

"ყველაფერი კარგად არის და იქნება, ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ", - ამის შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

კლდიაშვილი შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და მასზე თავდასხმას ეხმაურება. როგორც კლდიაშვილი წერს, ის თავს კარგად გრძნობს.

მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ და ვინც ნერვიულობთ ჩემზე. ყველას ვერ გპასუხობთ, კარგად ვარ, არაფერი მჭირს. შვედეთის საელჩოსთან, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი ჟურნალისტებს, კამერების წინ, თავს დაგვესხა უცნობი პირი. ყველაფერი კარგად არის და იქნება, ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“, - წერს კლდიაშვილი.

თავდასხმა შვედეთის საელჩოსთან "ფორმულას" გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორზე - გიორგი კლდიაშვილს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.