IDFI-ის დირექტორსა და "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს "ოცნების" შემომწირველი დაესხა
თავდამსხმელი, რომელიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ, რევაზ ვაშაყმაძეა, ის თავს ჟურნალისებ შვედეთის საელჩოსთან დაესხა.
ვაშაყმაძე კომპანია სოფლის ღვინის დირექტორი და ქართული ოცნებისთვის სიმბოლური თანხის 50 ლარის შემომწირველია. ის აბაშიძის ქუჩაზე თავდასმხის ადგილიდან ბევრად უფრო შორს ცხოვრობს, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციზე თავდასხმისთვის საგანგებოდ მიაგზავნეს.
თავდასხმა შვედეთის საელჩოსთან "ფორმულას" გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორზე - გიორგი კლდიაშვილს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.