"ოცნების" მორიგი ხრიკი? - მმართველმა გუნდმა საკომიტეტო მოსმენა უქმე დღეს ჩანიშნა

07.05.24 20:37
"ოცნების" მორიგი ხრიკი? - მმართველმა გუნდმა საკომიტეტო მოსმენა უქმე დღეს ჩანიშნა

 

 

საკომიტეტო მოსმენა უქმე დღეს გაურკვეველი მიზეზით - "ქართულ ოცნებაში" ამ დრომდე ვერ მოძებნეს არგუმენტი, რატომ გახდა აუცილებელი პარასკევს იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩანიშვნა. დღის წესრიგში რუსული კანონი არ იძებნება. თავად მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ანტიევროპული კანონის განხილვას კომიტეტი 13 მაისს გეგმავს. მაშინ რისთვის იკრიბება კომიტეტი 10 მაისს? ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" დღის წესრიგი მოულოდნელად შეცვალოს. 

საკითხის დამატება კომიტეტის სხდომის წინ მარტივად შესაძლებელია. სწორედ ამიტომ აქვთ ეჭვი ოპოზიციაში, რომ "ოცნება" მორიგ პოლიტიკურ ტრიუკს ატარებს და არ გამორიცხავენ, რომ სწორედ უქმე დღეებს დაამთხვიონ რუსული კანონის სასწრაფო წესით განხილვა.

შაბათს თბილისში დიდი შეკრებაა დაანონსებული და შესაბამისად, ივანიშვილის გუნდი ჩქარობს. "ოცნებაში" ზუსტად იციან, რომ  რომ მესამე მოსმენით კანონის მიღება მმართველ გუნდს უპრეცენდებტო პროტესტის ფონზე მოუწევს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.