საქართველო შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს
საქართველო შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს. ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" მიმართ რადიკალური ზომების გატარებას ითხოვენ. "შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება" - ამ მოთხოვნით მიმართავს ჯოზეფ ბორელს 30 ევროდეპუტატი. საგანგებო მიმართვის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ოლიგარქის პარტიამ ევროგაერთიანებასთან ურთიერთობის ყველა ზღვარი გადალახა და ბრუსელმაც "ოცნებას" შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს.
რუსული კანონი და მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევა - ეს ევროკავშირისთვის ის წითელი ხაზია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებას არ აპატიებენ. მოლაპარაკებების ფანჯარა დაიხურება და კანდიდატის სტატუსიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"ოცნება" კი ბრუსელიდან მოსული უმწვავესი გზავნილების უკან ისევ რევოლუციურ სცენარებს ხედავს და ევროპარლამენტარების მოთხოვნაში მხოლოდ პროტესტის მონაწილეების მხარდაჭერა ამოიკითხეს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.