"ოცნების" დიდი კრახი - ხელისუფლებას 20 ივნისის საქმეზე ევროსასამართლოს ვერდიქტი წამოეწია

07.05.24 20:21
"ოცნების" დიდი კრახი - ხელისუფლებას 20 ივნისის საქმეზე ევროსასამართლოს ვერდიქტი წამოეწია

 

ივანიშვილის ხელისუფლების დიდი კრახი - "ოცნებას" რომ ეგონა, 20 ივნისის სისხლიანი ღამის ამბავი ჩაფარცხა, გზად სტრასბურგის გადაწყვეტილება წამოეწია. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ გავრილოვის სისხლიან ღამეს გადაამეტეს ძალას, ჩაიდინეს დანაშაულებები და შემდეგ ეს დანაშაულებები მიჩქმალეს. ისინი, ვინც საკუთარი მოქალაქეები დაარბიეს და თვალები დათხარეს, არ დასაჯეს. ევროსასამართლო საქმის გამოძიებას თავიდან ითხოვს.   

ეს გადაწყვეტილება "ოცნებას" ავალდებულებს, დაადგინოს ბრძანების გამცემებიც და შემსრულებლებიც. ერთ-ერთი, ვინც ყველაფერი იცის, გიორგი გახარიაა. "ოცნების" ექს შს მინისტრი დუმილს ისევ არ არღვევს. გახარიამ დღეს დაგეგმილი განცხადების გაკეთება მოულოდნელად გადაიფიქრა და ბრიფინგზე თანაპარტიელი ნათია მეზვრიშვილი გამოუშვა.

შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გახარიას პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი მოუხსნა და თქვა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.