მუქარა, გინება და თავდასხმები რუსული კანონის მოწინააღმეგეებზე - "ოცნებამ" დაშინების კამპანია დაიწყო

07.05.24 20:15
მუქარა, გინება და თავდასხმები რუსული კანონის მოწინააღმეგეებზე - "ოცნებამ" დაშინების კამპანია დაიწყო

 

გინების კამპანია "ქართული ოცნებისგან" - ხალხი რომ ვერანაირი ფორმით დააშინეს, პირდაპირ გინებასა და მუქარაზე გადავიდნენ. ადამიანებს  უკრაინული ინდექსის მქონე ნომრებიდან სისტემატიურად ურეკავენ, ჯერ რუსულ კანონზე აზრს ეკითხებიან, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მათ აგინებენ. ეუბნებიან, რომ იციან სახლის მისამართი, სადაც დახვდებიან და ფიზიკურად გაუსწორდებიან. ირკვევა, რომ ასეთი ნომრები ბაზაში რეგისტრირებული არ არის, რაც აჩენს ეჭვს, რომ ხალხის დასაშინებლად ნომრებს სპეციალური აპლიკაციით ცვლიან. 

სატელეფონო მუქარის კამპანიის პარალელურად კი ქუჩაში ადამიანების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაც დაიწყეს. იდენტიფიცირებულია IDFI-ის დირექტორსა და "ფორმულას" ოპერატორზე თავდამსხმელი, რომელიც ამ დროდე არ დაუკავებიათ. რეზო ვაშაყმაძე კომპანია "სოფლის ღვინის" დირექტორი და "ქართული ოცნების" სიმბოლური თანხის 50 ლარის შემომწირველია. მინის ბოთლებით შეიარაღებულმა ვაშაყმაძემ თავდასხმა შვედეთის საელჩოსთან განახორციელა, არადა, ის აბაშიძის ქუჩიდან გაცილებით შორს ცხოვრობს, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ის თავდასხმისთვის საგანგებოდ მიაგზავნეს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.