ვფიქრობ, მოსალოდნელი იქნება უფრო მკაცრი განცხადების მოსმენა ან რაღაც ნაბიჯის გადადგმა სახდეპის მხრიდან - მეურმიშვილი

07.05.24 19:28
ვფიქრობ, მოსალოდნელი იქნება უფრო მკაცრი განცხადების მოსმენა ან რაღაც ნაბიჯის გადადგმა სახდეპის მხრიდან - მეურმიშვილი

„ის კარგად არის ინფორმირებული იმაზე, რაც ხდება საქართველოსთან დაკავშირებით... დეტალურად იყო ინფორმირებული იმაზე, თუნდაც კობახიძის ტვიტთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი საუბრობს, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. 

როგორც ია მეურმიშვილი ამბობს, ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სრულად ინფორმირებულია. 

განცდა, რაც დამრჩა არის ის, რომ ის კარგად არის ინფორმირებული იმაზე, რაც ხდება საქართველოსთან დაკავშირებით და კარგად ესმის ის საფრთხეები, რომლებიც საქართველოს წინ აქვს, გამოწვევები აქვს იქიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ხდება, როგორც შიდა დაძაბულობიდან გამომდინარე, ისე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე... ის, რომ დეტალურად იყო ინფორმირებული იმაზე, თუნდაც კობახიძის ტვიტთან დაკავშირებით,“ - ამბობს მეურმიშვილი.

 როგორც ია მეურმიშვილი ამბობს, აშშ ახლა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება რუსულ კანონთან დაკაშირებით და ისინი 17 მაისს ელოდებიან, როდესაც მესამე მოსმენა გაიმართება, რის მერეც არ გამორიცხავს, რომ აშშ-იდან გამოხმაურება უფრო მკაცრი გახდეს.

კომენტარები და შეფასებები არ შეწყდება, მანამ, სანამ განსხვავებულ იარ მოხდება ან ერთი, ან მეორე მხრიდან. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ წინასწარ არ აანონსებს არც სანქციებს ან სხვა ზომას, რომლის მოლოდინიც შეიძლება იყოს საქართველოში, სავარაუდოდ, ელოდებიან 17 მაისს, მესამე მოსმენას და ამას შემდეგ პრეზიდენტის ვეტოს და ამ პერიოდში, მე ვიფიქრებდი, რომ მოსალოდნელი იქნება უფრო მკაცრი განცხადების მოსმენა ან რაღაც ნაბიჯის გადადგმა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ის გაფრთხილებაც რომ აშშ-ის მოთმინება უსასრულო არ არის, ესეც ამაზე მიანიშნებს,“ - ამბობს ია მეურმიშვილი.

მეურმიშვილი ეხმაურება ო'ბრაიენის ინტერვიუსაც, რომლის გზავნილებითაც მიხვდა, რომ პარტნიორები ივანიშვილს სიტუაციის სწორად გააზრებისკენ მოუწოდებენ.

ჩემთვისაც ძალიან საყურადღებო იყო ო’ბრაინის ინტერვიუ, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, პირდაპირ თქვა, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი, რომელიც ივანიშვილი არის, მისთვის გასაკვირია, რამდენად არ არის ინფორმამირებული, რა ხდება აშშ-ის ურთიერთობებში საქართველოსთან, მან მოუწოდა ივანიშვილს, ელაპარაკოს ისეთ ხალხს, ვისაც ესმის დასავლეთის... ასევე თქვა იმაზე, რომ საქართველოსთან ჰქონდა შეთანხმება აშშ-სა და ევროკავშირს, როცა კანდიდატის სტატუსს აძლევდნენ. რომ იქნებოდა თანამშრომლობა ერთობლივი, საბოლოო ჯამში, საქართველომ, მასე არ უთქვამს, რომ საქართველო აღარ ელაპარაკება პარტნიორებს, სწორედ ამ მიზნით მიიწვიეს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები ვაშინგტონში, რომ ამ თემებზე ვისაუბრეთ, მაგრამ საქართველომ უარი თქვა.
ჩემთვის ეს იყო უფრო მეტად საგულისხმო, რომ ცდილობენ ყველანაირად ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს და უთხრან, რომ ის რამენაირად კონტაქტზე გავიდეს იმისთვის, რომ შეფასდეს, სად არის ახლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და მეორე ის, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ გადაწყვეტილება იქნება მისაღები იმაზე, როგორ უდა განვითარდეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები,“ - ამბობს მეურმიშვილი.