კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - აქცია ქუთაისში

07.05.24 19:45
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - აქცია ქუთაისში

არა რუსულ კანონს! საქართველოს ადგილი ევროპაშია! - ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა აქცია-მსვლელობა გამართეს.

ახალგაზრდები ქუთაისის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც, მსვლელობით ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიემართებიან.

აქციის მონაწილეები მთავრობას რუსული კანონის უკან გაწვევას და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.