Freedom House რუსეთში "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა

07.05.24 20:17
Freedom House რუსეთში "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყანაში „არასასურველად“ გამოაცხადა არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House, რომელსაც ვაშინგტონში აქვს შტაბბინა.

რუსეთის უწყებამ აღნიშნა, რომ Freedom House-ი გამოდის უკრაინის არმიისთვის ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენის, რუსეთის „გაყინული“ აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციის, ასევე სანქციებით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით.

Freedom House 1941 წელს დაარსდა. ის უკვე 40 წელზე მეტია, იკვლევს პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს მთელს მსოფლიოში.