"მთელი ცხოვრება თვალში ლაქას უნდა ვუყურო" - თვალში დაჭრილი 24 წლის მომიტინგე ჩივილს გეგმავს
"მთელი ცხოვრება თვალში ლაქას უნდა ვუყურო" - თვალში დაჭრილი 24 წლის მომიტინგე გეგმავს, რომ სასამართლოში იჩივლოს. როგორც ის წერს, აქციის რამეს თვალში მიღებული ჭრილობის გამო მხედველობას არ დაკარგავს, თუმცა თვალში ლაქა რჩება და გეგმავს, რომ იჩივლოს.
მეგობრებო, აქციაზე მივიღე დაზიანება თვალის არეში, მხედველობას არ დავკარგავ, მაგრამ მთელი ცხოვრება თვალში ლაქას უნდა ვუყურო, ვაპირებ ჩივილს, არ მინდა შევარჩინო და მინდა მინიმალური დისკომფორტი მაინც შევუქმნა რასაც შევძლებ,“ - წერს ნიკა დემურიშვილი.
ნიკა დემურიშვილმა თვალზე დაზიანება პირველ აპრილს აქციაზე მიიღო. ახალგაზრდა მომიტინგეს სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები ესროლეს. 24 წლის მომიტინგე იმ დროს დაშავდა, როცა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა.
ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა და პროტესტის მონაწილეები სასტიკად დაარბია.