რაც უფრო მეტ აგრესიას გამოიყენებენ, თავის თავს ჩაიგდებენ მახეში და უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან - თემურიკო დიასამიძე

07.05.24 21:30
რაც უფრო მეტ აგრესიას გამოიყენებენ, თავის თავს ჩაიგდებენ მახეში და უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან - თემურიკო დიასამიძე

"რაც უფრო მეტ აგრესიას გამოიყენებენ და მეტ ძალას გამოიყენებენ მშვიდობიანი აქციის მიმართ, მით უფრო თავის თავს ჩაიგდებენ მახეში და უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან", - ამ განცხადებას "რეაქციაში“ თემურიკო დიასამიძე აკეთებს.

დიასამიძის თქმით, ხელისუფლება ძალის გამოყენებით მომიტინგეებს ვერ შეაშინებენ ძალის გამოყენებით. 

რაც შეეხება დარბევებს და ძალას, რასაც იყენებს ხელისუფლება, არცერთი წამით შიში არ გვიგრძნია ახალგაზრდებს, პირიქით, ამ დარბევებით და ძალის გამოყენებით ხელისუფლება თავის თავს უფრო და უფრო იგდებს მახეში, იმიტომ, რომ უფრო მეტნი ვხდებით ყოველდღე და როცა ამდენი ხალხი ვდგავართ, იქ შიშის შეგრძნება ქრება,“ - ამბობს თემურიკო დიასამიძე.