მოგვეცა შანსი, რომ დავდგეთ ყველა ერთად და ვაჩვენოთ ისეთი ძალა, რომ რუსეთმა დაგვინახოს, რომ ამათ ვერაფერს ვუზამთ - ავტომექანიკოსი

07.05.24 21:36
მოგვეცა შანსი, რომ დავდგეთ ყველა ერთად და ვაჩვენოთ ისეთი ძალა, რომ რუსეთმა დაგვინახოს, რომ ამათ ვერაფერს ვუზამთ - ავტომექანიკოსი

"ახლა არის მომენტი, რომ მოგვეცა შანსი, რომ დავდგეთ ყველა ერთად, ხელი ხელს ჩავკიდოთ და ვაჩვენოთ ისეთი ძალა, რომ ვერცერთმა მტერმა, რუსეთმა კი არა, სამმა რუსეთმა დაგვინახოს, რომ ამათ ჩვენ ვერაფერს ვუზამთ, ეს მართლა ერია და მართლა გაერთიანებული ერია" - ამის შესახებ "რეაქციაში" ავტომექანიკოსი ტატო ზუბაშვილი საუბრობს.

ტატო ზუბაშვილის თქმით, ისტორიული შანსი მოსახლეობამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. 

ახლა არის გარდამტეხი მომენტი... ეს მომენტი ჩენ თუ გავუშვით ხელიდან, მართლა ღირსები ვართ, რომ რუსეთი კი არა, ყველაზე დაბალი ქვეყანა შემოვიდეს და საკუთარი დროშა ააფრიალოს ჩვენს პარლამენტზე. ასეთი შანსი ძალიან იშვიათია, რომ ჩვენნაირ ქვეყანას, მაინც რუსეთის გავლენის ქვეს ვიყავით - ახლა არის მომენტი, რომ მოგვეცა შანსი, რომ დავდგეთ ყველა ერთად, ხელი ხელს ჩავკიდოთ და ვაჩვენოთ ისეთი ძალა, რომ ვერცერთმა მტერმა, რუსეთმა კი არა, სამმა რუსეთმა დაგვინახოს, რომ ამათ ჩვენ ვერაფერს ვუზამთ, ეს მართლა ერია და მართლა გაერთიანებული ერია," - ამბობს ტატო ზუბაშვილი.