საკუთარ ხალხს დაუპირისპირდნენ - ეს არის პირველი მყარი ნაბიჯი იმ ავტორიტარიზმისკენ, რუსეთიზაციისკენ - დუმბაძე

07.05.24 21:42
საკუთარ ხალხს დაუპირისპირდნენ - ეს არის პირველი მყარი ნაბიჯი იმ ავტორიტარიზმისკენ, რუსეთიზაციისკენ - დუმბაძე

„მგონია, რომ ისინი ყველაფერს იზამენ, რომ ეს კანონი მიიღონ, ამისთვის საკუთარ ხალხს დაუპირისპირდნენ - ეს არის პირველი მყარი ნაბიჯი იმ ავტორიტარიზმისკენ, რუსეთიზაციისკენ, რაც უნდა გულით ოცნებას,“ - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი დუმბაძე „რეაქციაში“ საუბრობს, რომელიც აქციებზე დააკავეს. 

გიორგი დუმბაძის თქმით, მოსახლეობას ორი არჩევანი აქვს  - ან რუსეთი ან ევროპა. 

როცა მართლა ორი არჩევანი გვაქვს, ეს არის მხოლოდ არჩევნებზე მისვლა - ან ვბრუნდებით რუსეთში, იმ უსამართლობაში და რეგრესში, რამაც ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა, ან იქ მივდივართ, რომელმაც მამული წაგვართვა, სადაც ენის გაუქმებას ცდილობდნენ, იქ, სადაც სარწმუნოება ფასადად არის - ან მივდივართ ამ „ღირებულებებისკენ“, ან  ჩვენ ვირჩევთ და ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს - ილია ჭავჭავაძემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ, რაც მართლა ჩვენი გულიდან მოდის - ეს ორი არჩევანია - ან რუსეთს ვირჩევთ ან ევროპას.
ის პროპაგანდა, რაც დაიწყეს, რომ მე ვარ ქართველი და არანაირ მაშასადამე, ან იცით, ჩვენ ორივესთან  უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა, ეს არის პროპაგანდა,’ - ამბობს გიორგი დუმბაძე.