ფულის გამო სამშობლოს, სარწმუნოებას ყიდიან, ილიას სიტყვებით გვესაუბრებიან მაშინ, როცა ილია ხელმეორედ მოკლეს - პეტრე კოლხი
"ასეთი ხელისუფლება, რომელიც დღეს დგას და გვეუბნება, რომ თითქოს არიან პატრიოტები და იცავენ მართლმადიდებლობას, არაფრით განსხვავდებიან რუსი დამპყრობლებისგან," - ამ განცხადებას პეტრე კოლხი "რეაქციაში" აკეთებს.
პეტრე კოლხი პარალელს ავლებს რუსულ მმართველობასა და საქართველოს ხელიუუფლების განზრახვას შორის.
რუსულმა ეკლესია ქართული ეკლესია რომ დაანგრია და გაანადგურა, საუკუნეების მანძილზე, არცერთ დამპყრობელს არ უკადრია - არა მხოლოდ სულიერად, მენტალურად, ფიზიკურად, ის, რომ 18-ე საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში, რაც გააკეთა რუსულმა ეკლესიამ საქართველოში, იმას ვიმკით დღესაც ქართულ ეკლესიაში და ხელისუფლებაში - ის მენტალობა, ის აზროვნება, ორმაგი სტანდარტები, უზარმაზარი სანთლებით დგომა ეკლესიაში, მაგრამ აბსოლუტურად აცდენილი სულიერება, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან, ეს რუსული ხელწერაა, ნარატივია, ჩვენი ტაძრები - ილორში, ფრესკები წაშალეს, რუსები არიან დამპყრობლები, მოძალადეები, ფაშისტები.
დედაქალაქის მერი რომ ამბობს, განსხვავებული აზრი თუ მოისმინეს ჩვენმა ფაშისტებმაო, ღავს ესხმიანო - ვისზე რას ლაპარაკობს? სირცხვილია, ასეთი ფეხით მოსიარულე ტყუილის ანგაჟირება ჩვენს ქვეყანაში,. ოფიციალურ ხელფასს უხდიან მერიის ანგარიშზე ტროლებს და ბოტებს, ხელფასისი გარდა უხდიან დამატებით თანხებს, რომ გააშავონ ჩენი მოსახლეობა, მორალურად დააზიანონ, რომ არ ეთანხმებიან ხელისუფლებას, საკმაოდ სოლიდურ თანხებს იხდიან. ერთ-ერთი დამიკავშირდა მათგან, აბა, რა გავაკეთო, ფული მჭირდებაო, წარმოიდგინეთ, როგორი მიდგომები და დამოკიდებულებები გააჩნია ხელისუფლებას- ფულის გამო სამშობლოს ყიდიან, სარწმუნოებას ყიდიან, ილიას სიტყვებით გვესაუბრებიან მაშინ, როცა ილია ხელმეორედ მოკლეს, ჩვენ დროში - დაიზეპირეს მამული, ენა სარწმუნოება - ამ დროს ილიას იდეოლოგია - ჩვენი თავი ჩვენბვე გვეყუდნეს, არა რუსეთს, მიწასთან გაასწორეს, ფეხქვეშ გათელეს, ასეთი ხელისუფლება, რომელიც დღეს დგას და გვეუბნება, რომ თითქოს არიან პატრიოტები და იცავენ მართლმადიდებლობას, არაფრით განსხვავდებიან რუსი დამპყრობლებისგან,“ - ამბობს პეტრე კოლხი.