ვმუშაობთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს დავეხმაროთ ფინანსურად, რომ აღარ იყვნენ მიჯაჭვული სახელმწიფოზე - დემონსტრანტების მიმართა პოლიციას

07.05.24 21:58
ვმუშაობთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს დავეხმაროთ ფინანსურად, რომ აღარ იყვნენ მიჯაჭვული სახელმწიფოზე - დემონსტრანტების მიმართა პოლიციას

არა რუსულ კანონს - აქციამ პარლამენტიდან "ოცნების" ოფისთან გადაინაცვლა. მომიტინგეებმა საპროტესტო მსვლელობით ოცნების ოფისთან გადაინაცვლეს. ოცნების ოფისთან მათ პოლიციის კორდონი დახვდათ.

აქციის ორგანიზატორებმა მმართველი გუნდის ოფისთან შეკრებილ სამართლამცავებსაც მიმართეს:

ჩვენ გამოვედით ინიციატივით, შევქმენით ჯგუფი და ვმუშაობთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დავეხმაროთ ფინანსურად, რომ ისინი აღარ იყვნენ მიჯაჭვული სახელმწიფოზე. მალე აღარ იქნება აუცილებლობა, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგო ბრძანება შეასრულოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ლუკმა-პური შეიტანოთ თქვენს ოჯახებში, ვიცით, რომ რთულია, მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ. ეს ეხება არა მხოლოდ პოლიციას, არამედ სხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებსაც. გვაქვს კავშირები სხვადასხვა კომპანიასთან და გათავისდუფლების შემთხვევაში მალევე მოხერხდება მათი ანაზღაურების გადახდა," - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ოცნების ოფისთან შეკრებილებმა შინდისის გმირებსა და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილი მიაგეს.