ფაქტობრივად, ყველაზე პირველი კაცი, მდიდარი რომ გამოვიდა, ეს ძალადობა დააანონსა და დაიწყო, ყველა ჩვენგანს დაემუქრა - მამა ზაზა თევზაძე
„ბედნიერები ვართ, აღდგომასთან ერთად იბადება ახალი ქართველი ერი და ახალი ქართული სახელმწიფო,“ - ამის შესახებ „რეაქციაში“ მამა ზაზა თევზაძე საუბრობს.
მამა ზაზა თევზაძე ამბობს, ივანიშვილმა დაანონსა ის რეპრესიები, რაც ახლა უკვე დაწყებულია.
რუსეთის ხელწერა არის ტერორი და აგრესიული ბრძოლა იმისთვის, რომ მთელი კაცობრიობა უბედურობაში მოაქციონ და ამით ისიამოვნონ. ფაქტობრივად, ჩვენ დღეს საქართველოში გვყავს რუსული საქმეების გამკეთებელი ქართულენოვანი რუსული მთავრობა. ეს კანონი, რაც გამჭვირვალობის სახით მონათლეს, ეს არის დამაქცევარი, რაც ჩვენს ერს უბედურებით გვექადნება და ეგ არის ყველაზე დიდი საშიშროება და უბედურება, რომლისთვისაც უნდა ვიყოთ დარაზმულები და ხელი ხელ ჩაკიდებულები.
ფაქტობრივად, ყველაზე პირველი კაცი, ძლიერი და მდიდარი რომ გამოვიდა, ეს ძალადობა დააანონსა და დაიწყო, ყველა ჩვენგანს დაემუქრა,“ - ამბობს მამა ზაზა თევზაძე.