დაღლა ხდება მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც შერჩა ივანიშვილს - ჭოხონელიძე
" აი, რა მისცა? - მე მაგინა, აგინა ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მაგრამ ათი ამდენი აქედან მიიღეს", - ამ განცხადებას "რეაქციაში" ლუკა ჭოხონელიძე აკეთებს.
ჭოხონელიძე ეხმაურება დღევანდელ გინების სერიას, როდესაც აქციის მონაწილეებს უცხო ნომრიდან ურეკავდნენ და რუსული კანონის პროტესტის გამო სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
დაღლა აქ ხდება მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც შერჩა ბიძინა ივანიშვილს - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან ხელფასზე დამოკიდებულები - არიან პოლიციელები, არიან გდდ, არიან ხარებას სპეცრაზმელები, არსებობს უბინძურესი დანაყოფები, რომლებიც გამოვარდებიან კორდონიდან და ქალებსა და ბავშვებზე იწყებენ თავდასხმას. სსიპ-ები, აიპ-ების, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ადამიანები, რომლებიც თათბირზე ისხდნენ და ვიღაცას მოუვიდა თავში იდეა, რომ მოდი უცხო ნომრებით შევცვალოთ ნომრები და დავრეკოთ აქციის ორგანიზატორებთან და აქტიურ ახალგაზრდებთან და იქ მართლა თათბირზე სმაი ადამიანი ხომ ვერ გადაწყვეტდა, ერთი ჭკუათმყოფელი როგორ არ აღმოაჩნდათ, რომ რატომ? რას მოგვცემს - აი, რა მისცა - მე მაგინა, აგინა ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მაგრამ ათი ამდენი აქედან მიიღეს,“ - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.