პოლიტიკოსებმა 13-ში თავი შეაკალით. მივმართავ მოქალაქეებს, ნათესავები აქციაზე გამოვიყვანოთ - ავტომექანიკოსის მიმართვა
ავტომექანიკოსი ტატო ზუბაშვილი მიამრთავს მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს და 13 მაისს რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვის დღეს მოქმედებისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ავტომექანიკოსის თქმით, პოლიტიკოსები მოქალაქეებთან არიან ანგარიშვალდებულები და მათი ნების ამსახველები.
მივმართავ მოქალაქეებს, ტელეფონები ავიღოთ და ისეთ მეგობარს, ძმაკაცს, ისეთ ნათესავს მივწეროთ და გვერდში დგომა ვთხოვოთ და აქციაზე გამოვიყვანოთ.
ვინც პარლამენტში იქნებით, პოლიტიკოსები, 13-ში თავი შეაკალით, კარი რომ დაგიკეტონ, გამოექანეთ და კარებს დაეჯახეთ და გაიტანეთ, ჩვენ არც მანდატი გვაქვს, არც დაზღვევა გვაქვს, მე რომ დამემართოს, არავინ გვერდში არ დამიდგება, მათ ფული აქვთ, არავინ თქვას, რომ არ აქვთ - ხელფასიც აქვთ, პრემიებიც, ნება იბოძეთ და თავი შეაკალით, ეს კანონი არ გაატანინოთ და ცვენ რომ დავინახავთ, რომ თქვე თავს აკლავთ და ყველაფერს აკეთებთ, ჩვენ დაგიდგებით გვერდში,“ - ამბობს ტატო ზუბაშვილი.