"11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე" - თბილისში ევროპის მარში დაიგეგმა

07.05.24 22:40
"11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე" - თბილისში ევროპის მარში დაიგეგმა

მარშით ევროპის მოედნისკენ - 11 მაისს თბილისში ევროპის მარში დაიგეგმა.

მარშის მონაწილეები სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან და ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ.

ევროპის მარში – ევროპის კვირაში.

11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე:

‣ რესპუბლიკის მოედანი
‣ მარჯანიშვილის მოედანი
‣ მეტრო 300 არაგველი

სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - წერენ ორგანიზატორები.