საჯარო მოხელეებს კალაძის პოსტების დაგულვას აიძულებენ
"არა რუსულ კანონს! კი - ევროპას! კი - გამჭვირვალობას!" - საჯარო მოხელეებს თბილისის მერის კახა კალაძის პოსტების მოწონებას აიძულებენ.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, რომელიც ასახავს 123-ე მწვანე ბაღის ჯგუფურ ჩატში მიმოწერას, სადაც სავარაუდოდ, დირექტორი ხატია ახობაძე სთხოვს თანამშრომლებს, რომ კალაძის სტატუსი დაალაიქონ და თან ურთავს თბილისის მერის სტატუსს.
გოგონებო მოგესალმებით და გილოცავთ ყველაფერს ერთად, გთხოვთ, გახსნათ ლინკი და დაალაიქოთ ან დააგულოთ,“ - წერია მიმართვაში.