"ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას" - "ოცნება" რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს რეპრესიებს უანონსებს

08.05.24 11:28
"ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას" - "ოცნება" რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს რეპრესიებს უანონსებს

"ქართული ოცნება" რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს რეპრესიებს უანონსებს. საგანგებო ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეები რადიკალურ ქმედებებში, ძალადობაში და საზოგადოებაში ზიზღის გაღვივებაში დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები აკერმანისა და კანვასის ძალადობრივი პროტესტის ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებენ, მათ უკან კი "ნაციონალური მოძრაობა" დგას.

პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება მონაცემეთა ბაზას შექმნის, სადაც ის პრები იქნებიან შეყვანილები, ვინც ძალადობრივ ქმედებებში იქნებია შემჩნეულები ან მათ ქმედებებს მოიწონებენ. "ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ ამ ადამიანების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება.

შალვა პაპუაშვილმა რუსული კანონის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. 

2012 წლიდან მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის უფლება საქართველოში სუმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი, რაც უკანსკნელი კვირეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმაც მკაფიოდ აადასტურა.
 

ამასთან, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად, დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას და კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, შეკრებასთან და გამოხატვასთან.
 

სამწუხაროდ, ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და მის გარსემო ჩამოყალიბებული ძალადობრივი ახალგაზრდული ჯგუფები მოქმედებენ აკერმანისა და კანვასის ძალადობრივი პროტესტის ინსტრუქციის შესაბამისად და რეგულარულად მიმარტავენ მოქმედების ძალადობრივ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფორმებს, აღვივებენ ზიზღს, ამკვიდრებენ მტრულ რიტორიკას. 
 

ბოლო კვირეების განმაბლობაში საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცავებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამთ უკმაყოფილო მოქალაქეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. აგრეთვე, მუქარა და შანტაჟი, რომელსაც იცინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ. ეს ყველაფერი გასცდა მშვიდობიანი პროტესტის იმ კულტურას, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ამაყობდა და რომლის დანგრევასაც წლებია ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. 
 

გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი ბუნება და 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაადგინა პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ფაქტი. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ რადიკალურ ოპოზიციას ანალოგიური განაჩენი გამოუტანა 2019 წლის ნოემბერშიპარლამენტის უკანონო პიკეტირების საქმეზე. იმავე სცენარით განხორციელდა პარლამენტზე და სამართალდამცავებზე თავდასხმა ბოლო დღეებში მიმდინარე მიტინგებზეც, ამიტომ დღეს უკვე საერთაშორისო სასამართლოების დონეზე ენმ არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციათაც არის აღიარებული.
 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
 

ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.
 

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად, ე.წ. დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, - განაცხადა პაპუაშვილმა. 
 

კითხვაზე, რა საჭიროა ამგვარი ბაზის შექმნა, როცა დანაშაულსა თუ სამართალდარღვევაზე რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურების პასუხისმგებლობა, პაპუაშვილი ასე პასუხობს:

არის სისხლის სამართლებრივი განზომილება, რაც დანაშაული არის – იქნება ეს ძალადობა, თუ მუქარა და არის განზომილება, როდესაც ხდება ზეწოლა ადამიანებზე, შანტაჟი, მათი ოჯახის წევრების შანტაჟი და ა.შ. რომელიც სისხლისსამათლებრივ განზომილებაში არ ჯდება და აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მორალური შეფასება, - ამბობს პაპუაშვილი.