"აგონიაში მყოფი, შეშინებული ხელისუფლების განაცხადება" - ირაკლი ნადირაძე სუსის განცხადებაზე

08.05.24 12:19
"აგონიაში მყოფი, შეშინებული ხელისუფლების განაცხადება" - ირაკლი ნადირაძე სუსის განცხადებაზე

"აგონიაში მყოფი, შეშინებული ხელისუფლების განაცხადება" , - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძე სუსის განცხადებას. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება პრევენციას ჰგავს. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, მშვიდობიანი მომიტინგეები არიან და ეს ყველამ კარგად იცის.

ნადირაძე ხელისუფლებას ურჩევს, სისულელეების გავრცელებას ის მოძალადეები დასაჯოს, რომლებმაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე არაერთხელ იძალადეს. 


„სუსის განცხადება ეს არის აგონიაში მყოფი, შეშინებული ხელისუფლების და რუსი ოლიგარქი ივანიშვილის განცხადება. მათ ძალიან კარგად იციან, ასობით ათასი ადამიანი, ვინც აპროტესტებს რუსულ კანონს, ესენი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებსაც, სხვათა შორის, ძალადობრივად გაუსწორდნენ აბსოლუტურად უკანონოდ, რუსული მეთოდებით სულ რამდენიმე დღის წინ. ძალადობა, მუქარები, დაშინება გრძელდება და ეს ზარებიც ამის დასტურია, რომელსაც ისინი ახორციელებენ. 

ამ განცხადებაში ალბათ საბურავები დაგვაკლდა ყველას, სადღაც საბურავებს აგროვებდნენო ეს უნდა ჩაემატებინათ, ვიღაცას გამორჩა. რა თქმა უნდა ეს არის სრული ცინიზმი, ჩვენ, იქ მყოფი ადამიანები პარტიული კუთვნილების გარეშე, ყველა ერთად ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით და ეს აქციები გაგრძელდება სწორედ ასე, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში. ჩვენ ვართ ცივილიზებული ხალხი, რომლებიც ვიბრძოლებთ ყველა იმ დემოკრატიული და არაძალადობრივი მეთოდებით, რომელიც მოგვიტანს შედეგს. ამიტომ, სუსის ეს განცხადება ჰგავს პრევენციას, შეშინებულ ხელისუფლებას ჰგავს და მსგავსი სულელური განცხადებების ნაცვლად, უკანონოდ რომ აშინებენ, ძალადობენ ადამიანებზე, სჯობს, ეს საკითხები გამოიძიონ, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.