თაღლითური ქოლ ცენტრების დაბრუნება - ვინ აგინებს ხალხს?

08.05.24 13:00
თაღლითური ქოლ ცენტრების დაბრუნება - ვინ აგინებს ხალხს?

ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა ანუ - "ქოლ ცენტრები,"  "ქართული ოცნების" სამსახურში. ირკვევა, რომ ოლიგარქის პარტია გინების სატელეფონო ზარებისთვის იმ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ,  რომელიც თაღლითურ ე.წ. ქოლ ცენტრებს ჰქონდათ. 

 უკვე მეორე დღეა,  შეცვლილი სატელეფონო ნომრებით, "ქართული ოცნების" მაგინებელთა რაზმი, რუსული კანონის მოწინააღმდეგე, საქართველოს მოქალაქეებს ურეკავს და შეურაცხყოფას აყენებს, ემუქრება, რომ თუ აქციაზე გავლენ, მათ სცემენ.  

ყველა შემთხვევაში სქემა ართნაირია, ზარები ერთი მეორეს მიყოლებით შედის, და თუ ვინმე არ პასუხობს, იცვლება ყალბი ნომრის ინდექსი, თითქოს სხვა პირი ან სხვა ქვეყნიდან  რეკავს.  ეს გარემოება კი ოპოზიციისთვის ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" თაღლითური ქოლ ცენტრების პროგრამებს ახლა საკუთარი შვილების თაობის წინააღმდეგ იყენებს.