პოლიტიკური სიბეცის და უმდაბლესი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება - ბუაძე კალაძეზე

08.05.24 13:59
პოლიტიკური სიბეცის და უმდაბლესი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება - ბუაძე კალაძეზე

"კალაძის პოლიტიკური სიბეცის და უმდაბლესი პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთი გამოხატულებაა", - ასე აფასებს "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე საჯარო მოხელეებისთვის იმის იძულებას, რომ თბილისის მერის განცხადებები დააგულონ. 

ბუაძე კალაძის ქმედების უკან შიშს ხედავს. მისი თქმით,"ოცნება" ყოველგვარი გზით ცდილობს, საზოგადოებაში მათი ერთიანობისა და ხალხის მხარდაჭერის ილუზია შექმნას.

"კალაძე არის რუსული სპეცოპერაციის სპიკერი, რომელიც აღვირახსნილ, ანტიევროპულ გზავნილს ახმოვანებს" - აცხადებს ბუაძე და იქვე ამატებს, რომ თბილისის მერი ივანიშვილის გავლენით მოქმედებს.

თბილისის მერი, რომელიც გვესაუბრება ღირსებაზე, სანთლით აგროვებს ბაღის მასწავლებლებს იმისათვის, რომ საკუთარი "ფეისბუქ" პოსტი დაალაიქებინოს, რაც არის მისი პოლიტიკური სიბეცის და უმდაბლესი პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთი გამოხატულება. კალაძე არის ამ რუსული სპეცოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სპიკერი, რომელიც ახმოვანებს ყველა აღვირახსნილ, ანტიევროპულ გზავნილს, რომელიც ჩაბმული არის ინტენსიურად ივანიშვილის რუსულ სპეცოპერაციაში", - ამბობს ბუაძე.

"არა რუსულ კანონს! კი - ევროპას! კი - გამჭვირვალობას!" - საჯარო მოხელეებს თბილისის მერის, კახა კალაძის პოსტების მოწონებას აიძულებენ.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, რომელიც ასახავს 123-ე მწვანე ბაღის ჯგუფურ ჩატში მიმოწერას, სადაც დირექტორი ხათუნა ახობაძე სთხოვს თანამშრომლებს, რომ კალაძის სტატუსი დაალაიქონ.