არ არის სანდო - პაპუაშვილს კალაძის დაგულების იძულების არ სჯერა
"ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია - ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ კალაძის განცხადებების იძულებით მოწონებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
"ამ "სქრინებთან" დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ" - ამბობს პაპუაშვილი და იქვე ამატებს, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოები სიმართლეს არ შეესაბამება.
პაპუაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ განვითარებული მოვლენები კრიტიკული თვალით შეაფასოს.
მე მგონი, ცოტა მეტი კრიტიკული განსჯა უნდა გქონდეთ ასეთი ტიპის ფოტოების და "სქრინების" გამოქვეყნებისას. დამაჯერებელი, რა თქმა უნდა, არ არის. არ მიკვირს, როდესაც ჩვენი საზოგადოების ჯგუფის წარმომადგენელი ამა თუ იმ აქტივობას იჩენს. ეს უნდა იყოს ფარგლებში თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. რაც შეეხება "სქრინებს", ამ "სქრინებთან" დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ, რადგან არ არის სანდო ასეთი "სქრინების" გავრცელება", - ამბობს პაპუაშვილი.
"არა რუსულ კანონს! კი - ევროპას! კი - გამჭვირვალობას!" - საჯარო მოხელეებს თბილისის მერის, კახა კალაძის პოსტების მოწონებას აიძულებენ.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, რომელიც ასახავს 123-ე მწვანე ბაღის ჯგუფურ ჩატში მიმოწერას, სადაც დირექტორი ხათუნა ახობაძე სთხოვს თანამშრომლებს, რომ კალაძის სტატუსი დაალაიქონ.