მათ კეთილსინდისიერებაზე კითხვის ნიშნები არსებობს - "ოცნება" ევროპარლამენტარებზე თავდასხმას აგრძელებს
ევროპელი პოლიტიკოსების თბილისში დაანონსებულ ვიზიტს "ქართული ოცნებისთვის" "ფასი არ აქვს. ევროპარლამენტარების დელეგაციას ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პირდაპირ თქვა, რომ მათ კრიტიკას რუსულ კანონზე არც აქამდე ითვალისწინებდნენ და არ მომავალში გაითვალისწინებენ.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში ისევ მეორე ფრონტის გახნის და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა.
ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ამით გვიბიძგებდნენ სამხედრო დაპირისპირებისკენ, ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გაგვეთავისუფლებინა, დღემდე არ იშლიან ზოგიერთი და ამით გვიბიძგებდნენ დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ, ადამიანები, რომლებიც უკვე მოგვიწოდებენ კანონებთან დაკავშირებით რაღაცეებს, რა თქმა უნდა, ნდობა მათ მიმართ ნაკლებია. რაც შეეხება, ზოგადად, კოლეგებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველასთან მზად ვართ საუბრისთვის. შეგიძლიათ ციტირება გააკეთოთ თნდაც საპარლამენტო განხილვიდან რაიმე არგუმენტი თუ მოისმინეთ, რომელიც შეეხებოდა ამ კანონპროექტს შინაარსობრივად, გარდა იმისა, რომ მიდის აბსოლუტური ტვინის გამორეცხვის მეთოდით მუშაობა, დაბრენდვა კანონისა. ქართველი და ასევე ზოგიერთი უცხოური აქტორი ევროპის სახელით გვიკრძალავს ფიქრს, აზროვნებას, განსჯას, საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას და ევროპის სახელით დღეს თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს, აწყობენ შტურმს საქართველოს პარლამენტზე ევროპის სახელით და ევროპის დროშებით, - თქვა დღეს პაპუაშვილმა.
ევროდეპუტატები თბილისში ვიზიტითვის 13 მაისს ემზადებიან, იმ დღეს, როდესაც ხელესუფლება რუსული კანონის დამტკიცებას აპირებს. თბილისში ჩამოდის მაიკლ როთიც - გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც რუსულ კანონს ღიად აკრიტიკებს.