მუქარა და დაშინების მცდელობა ირაკლი ეძგვერაძის ოჯახზე - შსს გამოძიებას არ იწყებს

08.05.24 16:13
მუქარა და დაშინების მცდელობა ირაკლი ეძგვერაძის ოჯახზე - შსს გამოძიებას არ იწყებს

მუქარა და დაშინების მცდელობა ირაკლი ეძგვერაძის ოჯახზე - გლდანის პოლიციაში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებას ელოდებიან, რათა გამოძიება დაიწყონ.

ჩვენთან როგორც კი შემოვა განცხადება, ინფორმაცია, დაუყოვნებლივ დავიწყებთ გამოძიებას, თუ იქნება დანაშაულის შემცველი ინფორმაცია, - ეუბნებიან "პირველებს" პოლიციელები. 

საკრებულოს დეპუტატს აქვს ვიდეკადრებიც, სადაც ჩანს, როგორ აკაკუნებენ მოძალადეები მისი საცხოვრებელი სახლის კარზე, ისმის ხმაც, როგორ ემუქრებიან უცნობი პირები ეძგვერაძის არასრუწლოვან შვილებს.

ირკვევა, რომ უცნობებმა მეზობლის კარზეც დააკაკუნეს, რომელსაც აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ისინი ახსენებდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც.

დაგვიკაკუნა ორმა კაცმა, ნაყინებს გვთავაზობდნენ, მოდი, ღვინო დავლიოთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავისტემრეთ, ისეთი დღე იყო, აღდგომის დღე იყო, როგორ შეიძლება ჯერ უცხო ხალხი, შეგვეშინდა. დედა მყავს ავადმყოფი, პატარ ბავშვი მყავს, ძლაიან შეგვეშინდა. მერე რომ გავიგეთ, რომ გვერდზე მეზობელთანაც ბავშვები შეაშინეს, ცოტა არ იყოს ვინერვიულეთ. რუსული ხომ არ იციო? და არა-თქო, რა ცდუია, რომ არ იცი, თორემ გეტყოდი "იდი ....ო". მთვრალები იყვნენ, აღარ ავყევი, მივუჯახუნე კარი, მაგრამ ძალიან შეშინებულები ვიყავით ჩვენც და მეზობლებიც, - ამბობს მეზობელი.  

ირაკლი ეძგვერაძე და მისი თანაგუნდელები მომხდარს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როედსაც დაშიანების მიზნით ეძგვერაძეს თავს ესხმიან. "ტვ პირველის" ასეთ არაერთ ფაქტს ინახავს.  

"ქართულ ოცნებაში" კი ირწმუნებიან, რომ პირებს, ვინს ირაკლი ეძგვერაძის სახლში მივიდა, არ იცნობენ და მათთან კავშირში არ არიან.