მშობლების მონაცემები მითხრეს, თითქოს დამემუქრნენ - ნიკო მანაგაძე გინების კამპანიაზე
სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე, რომელსაც რუსული კანონის სხვა მოწინააღმეგეების მსგავსად დაუკავშირდნენ და აგინეს, ამბობს, რომ ზარი მის დაშინებას ემსახურებოდა. აქტივისტი ამბობს, რომ უცნობმა პირმა მას მშობლების სახელები და გვარები, ასევე სხვა პირადი მონაცემები დაუსახელა და ანგარიშსწორებით დაემუქრა.
ბევრ ადამიანს საკუთარი საცხოვრებელის სახლის მისამართი უთხრეს და ამით დაემუქრეს, რომ დახვდებიან და ფიზიკურად გაუსწორდებიან. მე, მაგალითად, მითხრეს ჩემი ოჯახის წევრების, მშობლების მონაცემები, მათი სახელები, გვარები და ა.შ. ეს იყო გზავნილი თითქოს, რომ შენზე ყველაფერი ვიცით და ნებისმიერ მომენტში მოგაგნებთ, ანგარშისწორებას განვახორციელებთ შენს მიმართ, შენი ოაჯხის წევრების მიმართ, - ამბობს მანაგაძე.
„ქოლ ცენტრების" სქემით ყალბი ნომრებიდან მეორე დღეა ურეკავენ და აგინებენ ყველას, ვინც "ოცნების" რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.
"ოცნების" მაგინებელთა ჯგუფებმა ჯერ ოპოზიცია და აქტივისტები გალანძღეს დღეს კი ბებიებზე და ბაბუებზე გადავიდნენ - ურეკავენ აქტივისტების ყოფილ ცოლებს, მამიდებს და შორეულ ნათესავებსაც კი.