ბებიაჩემსაც დაურეკეს, ბაბუჩემსაც თუ იპოვიან - მიეწიონ - ბორის ყურუა

08.05.24 18:06
 ბებიაჩემსაც დაურეკეს, ბაბუჩემსაც თუ იპოვიან - მიეწიონ - ბორის ყურუა

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ "ოცნების" მაგინებელთა ჯგუფმა არა მარტო მას, არამედ მის ბებიასაც კი დაურეკა. ოპოზიციის წევრის თქმით, ასეთ მდაბიო ქმედებას მხოლოდ "ქართული ოცნება" თუ მოიფიქრებდა. 

არ გაჩერდნენ მარტო ჩვენზე, ჩემი ოჯახის წევრებსაც დაურეკეს, ბებიაჩემსაც დაურეკეს, არ ვიცი ბაბუჩემსაც თუ იპოვიან, თუ ვერ იპოვიან, შეუძლიათ, რომ მიეწიონ იქ, სადაც არის. ასეთი სიბანძე მარტო „ქართულ ოცნებას“ შეეძლო მოეფიქრებინა. დარწმუნებული ვარ, რომ დიმიტრი სამხარაძე ამის სათავეში თუ არ არის, სადმე მაინც არის და სკოლა დაუმთავრებელი აკცია მართლა ის, ვინც მოიფიქრებდა ასეთ სიბანძეს და იდიოტობას, - ამბობს ბორის ყურუა.

„ქოლ ცენტრების" სქემით ყალბი ნომრებიდან მეორე დღეა ურეკავენ და აგინებენ ყველას, ვინც "ოცნების" რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.

"ოცნების" მაგინებელთა ჯგუფებმა  ჯერ ოპოზიცია და აქტივისტები  გალანძღეს დღეს კი ბებიებზე და ბაბუებზე გადავიდნენ - ურეკავენ აქტივისტების ყოფილ ცოლებს, მამიდებს და შორეულ ნათესავებსაც კი.

მსგავსი სიახლეები