დაშინების მცდელობა ეძგვერაძის ოჯახზე - დეპუტატის მცირეწლოვან შვილებს უცნობი პირები კარის გახსნას აიძულებდნენ
მორიგი პროვოკაციის მცდელობა ოპოზიციონერი დეპუტატის სახლთან - საკრებულოს დეპუტატის მცირეწლოვან შვილებს უცნობი პირები კარის გახსნას აიძულებდნენ. თავად ირაკლი ეძგვერაძე ამტკიცებს, რომ "ოცნებამ" მის ოჯახს აგენტ-პროვოკატორები მიუგზავნა. დაუდგენელი პირები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და ილანძღებოდნენ, რასაც ეძგვერაძის მეზობლებიც ადასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატი ამ ფაქტის ამსახველ კადრებსაც ასაჯაროებს, პოლიციას გამოძიება და ამ პირების ვინაობის დადგენა ამ დრომდე არ დაუწყია.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.