კალაძის ფეისბუკ პოსტის იძულებითი დაგულვის კამპანია - ტერორი მერიას უკან შემოუბრუნდა
იძულებით დაგულვის კამპანიამ არ იმუშავა. კახა კალაძის ფეისბუქ პოსტს ამ დროისთვის 50 ათასი ადამიანი აჰაჰავებს, ანუ დასცინის, 35 ათასი იწონებს და მხოლოდ 2 ათასი გულავს. არადა გეგმა სულ სხვა იყო, თბილისის მერის პოსტს რეკორდულად ბევრი დაგულვა და მოწონება უნდა ჰქონოდა. ამ მიზნით საჯარო მოხელეებს ნამდვილი ტერორი მოუწყვეს. ბაღებიდან გამოჟონილი შიდა მიმოწერებით ირკვევა, რომ ყველას აიძულებენ პოსტი მოიწონონ. ამის შემდეგ კი იწყება კონტროლი, შეასრულეს თუ არა დავალება მასწავლებლებმა
ტერორი მერიას უკან შემოუბრუნდა. საჯარო მოხელეებში ამბოხია. პირველების ხელშია ვიდეო კადრები, რომელიც მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში დასაქმებულებს შორის კონფლიქტს ასახავს. დირექტორს სავარაუდოდ ის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ, ვისაც კალაძის პოსტის მოწონება და პარტიული დავალების შესრულება არ უნდათ. წყარო "პირველებს" გვატყობინებს, რომ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლების ნაწილი პარტიულ დავალებებზე გააგზავნეს, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში კი კადრების დეფიციტი გაჩნდა.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.